Wednesday, April 27, 2016

მეცხრე შეხვედრა


1 კიდევ ერთხელ განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და შევავსეთ პროექტის გეგმა.

2. ვისწავლეთ მართვის პანელის გამოყენება და ბმულების გაკეთება.

3. განვახორციელეთ  პროექტების პრეზენტაციები.

ზოგადად ინტელის პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა, თუ რა თანმიმდევრობით და სიზუსტით უნდა განვახორციელოთ პროექტი , რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა შევაფასოთ ჯგუფები და ბოლოს, რაც მთავარია ვისწავლე პროექტის გეგმის შევსება. სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომშრომლობა, აუცილებლად განვახორციელებ შესწავლილს ჩემს პრაქტიკაში, განსაკუთრებით კი მომეწონა შეფასების კრიტერიუმების ფორმები.

მომავალ შეხვედრამდე ახალი იდეებით.

Tuesday, April 26, 2016

მერვე შეხვედრა
სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ: შეფასების მოკლე მონახაზი, წინარეცოდნა, გავწერეთ სასწავლო პროცედურები კვირების მიხედვით.
გავეცანით მეექვსე მოდულს დიფერენცირებული სწავლების შესახებ.

Wednesday, April 20, 2016

მეშვიდე შეხვედრა

1.სახელმძღვანელოში გავეცანი 21-ე საუკუნის უნარჩვევების მიღწევებს
2.ვისწავლეთ სასარგებლო ბმულები საგანმანათლებლო რესურსებზე.
3.ტექნოლოგიების სამართლებლივი და ეთიკური გამოყენება
4.გავეცანით საავტორო უფებებს
5.გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს.
6.გავაკეთეთ აქტივობების ჩამონათვალი.

Tuesday, April 19, 2016

მეექვსე დღე

შევქმენით სლაიდშოუს ნიმუშები power point ში ჩვენს მიერ არჩეული თემების მიხედვით, შევქმენით პროექტის მოსწავლის ნიმუში და გადავიტანეთ ღრუბლებში. ვისწავლეთ GOOGLE FORMER ში ტესტებისა და გამოკითხვის ნიმუშის შექმნა.

მეხუთე დღე


განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმაში.E- MAIL ზე მიღებული რუბრიკები გადავიტანეთ ღრუბლებში და შევიტანეთ ცვლილებები ჩვენი შეხედულებისამებრ.განვიხილეთ მე-4 მოდული--- სასწავლო ნიმუშების შექმნა და  სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალის ჩეკლისტი მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ სასწავლო პროექტს.მოგვეცა დავალება კრიტერიუმებიდან გამომდინარე თითოეულ სლაიდზე მოვიფიქროთ  მოკლე განმარტება. მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად მოვიფიქროთ მინიმუმ 10 კითხვა გამოკითხვისათვის.

Tuesday, April 12, 2016

მეოთხე დღე--- ვისწავლეთ ღრუბლებში ახალი დოკუმენტის შექმნა, შევადგინეთ კითხვები, ვისწავლეთ დოკუმენტთან წვდომა, ერთმანეთის მოწვევა და კომენტარის გაკეთება. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები, ვიმუშავეთ წყვილებში და გავარჩიეთ თითოეული სტრატეგია. მოგვეცა დავალება მოვძებნოთ შეფასების ჩეკლისტები და რუბრიკები და მოვინიშნოთ ჩვენთვის სასურველი.

Wednesday, April 6, 2016

მესამე დღე---- გავეცანით მოდული 2 სასწავლო პროექტის დაგეგმვა. მიმოვიხილეთ განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის პორთფოლიო NCP.GE, შევარჩიეთ სტანდარტები და ვისწავლეთ მათი ჩასმა გეგმაში. გავეცანით პროექტის სასწავლო მიზნებსა და შედეგებს და შევადგინეთ მიზნები შერჩეული პროექტის შესაბამისად, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მოგვეცა დავალება შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.